Saturday, April 22, 2017

I X -დღე
დღეს დავამთავრეთ ინტელის ტრენინგი  ,, პროექტებით  სწავლება".
   პროექტებით სწავლება დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს უკეთესად ჩაერთონ სასწავლო პროცესში. ისინი იქნებიან მოტივირებულები, აქტიურად შეასრულებენ დამოუკიდებლად სამუშაოს, მათი კვლევისა და კრიტიკული აზროვნების შესაძლებლო-ბები უფრო გაიზრდება.მოსწავლეებს შეხება ექნებათ ცხოვრების რეალურ ასპექტებთან. შესაძლებლობა ექნებათ დააკვირდნენ ცოდნის პროგრესს და ისწავლონ პრობლემური საკითხები დამოუკიდებლად გადაწყვეტა.
  ეს პროექტი ასევე დამეხმარება ჩემი პედაგოგიური კვლევის გამრავალფეროვნებაში.
 

Sunday, April 9, 2017

მე-8 დღე
 
   დღეს ვისწავლეთ როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეების სწავლის თვითრეგულირებას. ასევე როგორ განვასხვაოთ მოსწავლეთა სხვადასხვა საჭიროებები,განვიხილეთ შინაარსის მიწოდების განსხვავებული გზები. ვისაუბრეთ წესებზე რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლის დამოუკიდებლობას. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს შევქმნათ ჯანსაღი სასწავლო გარემო.

Saturday, April 8, 2017

VII დღე
დღევანდელ ტრენინგზე ვისწავლეთ როგორ შევაფასოთ მოსწავლის ნაშრომი,როგორ ჩავრთოთ მოსწავლეები შეფასების პროცესში. ვისწავლეთ გეგმების,ჩეკლისტების, რუბრიკების შექმნა. ყოველივე ეს დამეხმარება სწორად დავგეგმო მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები. ადვილად დავძლიო სწავლის პროცესში გამოვლენილი სირთულეები.

Sunday, April 2, 2017

VI-დღე
 დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ პროექტის სასწავლო მიზნის შესაბამისი ინსტრუმენტების შერჩევა. განვსაზღვრეთ როგორი მოთხოვნები გვაქვს ნაშრომებთან დაკავშირებით, რა ცოდნის გამოვლინებას ველით მოსწავლეებიდან.
 დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო იყო. მიღებული ცოდნა დამეხმარება მუშაობაში.




Saturday, April 1, 2017

V-დღე
 დღევანდელ ტრენინგზე ვისაუბრეთ პორტფოლიოების გაზიარებასა და უკუკავშირზე.
 ვიმუშავეთ ჯგუფებში, გავეცანით ერთმანეთის პორტფოლიოებს, გავუზიარეთ ერთმანეთს შეხედულებები და მივეცით უკუკავშირი. გავეცანით აგრეთვე საავტორო უფლებებს და გავიაზრეთ მისი დაცვის აუცილებლობა.